суббота, 13 октября 2018 г.

რეფლექსიები

დღე 1. ტრენინგის პირველ დღეს გავიგე ინტელის ტრენინგის მიზანი. გავაკეთე ბლოგი, შევქმენი ჩემი პორტფოლიო. არ მომეწონა ის,რომ ვერ შევარჩიე პროექტის თემა. ამიტომ  ამ საკითხზე მომიწევს ფიქრი.
დღე 2. დღეს გავიგე  სასწავლო პროექტში სტანდარტის და მიზნების ჩასმა. ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი კითხვების დასმა და ეს გავაკეტე ჩემი პროექტისთვის. მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის მითითებები რაც მივიღე ტრენერისგან.
დღე 3. გავიგე საავტორო უფლებების აუცილებლობა. გავაკეთე პროექტი ელექტროჩაიდანზე.
დღე.5.გავაკეთე  მოსწავლის პროექტის პრეზენტაცია. შეფასების კრიტერიუმი გავაკეთე და მივიღე  შენიშვნები, რომელიც მომეწონა და გავითვალისწინებ აუცილებლად. დღეს ვისწავლე გუგლის ფორმებში კითხვარის  შექმნა.
დღე 6. ვისწავლე ბროშურის შევსება. შევადგინე კითხვები ტესტებისთვის.შევავსე კითხვარი დიფერენცირებული სწავლისთვის.
დღე 7. ვისწავლე ეკრანის ჩაწერა, რუკაზე მუშაობა, მანძილის გაზომა.
დღე 8. დღეს ვიმუშავე პროექტის პრეზენტაციის გაკეტებაზე. რედაქტირება გავუკეთე ჩემს სასწავლო პროექტის გეგმას.
დღე 9. დავასრულე ტრენინგი: ინტელის ძირითადი კურსი- პროექტებით სწავლება.
გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია და მოვისმინე ჯგუფის წევრების პრეზენტაციები. მომეწონა ბევრი პროექტი.  იყო ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგი, რადგან მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკულ საქმიანობაში. დიდი მადლობა ტრენერს ირაკლი ყორღანაშვილს ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის.